logo_geo
შეტყობინებასთან დაკავშირებით, რომ ბათუმის უნივერსიტეტში ნაღმია, გამოძიება ტერორისტული აქტის მუქარის მუხლით მიმდინარეობს
- +

31 ივლისი. 2019. 19:07

 

შეტყობინებასთან დაკავშირებით, რომ ბათუმის უნივერსიტეტში ნაღმია, გამოძიება ტერორისტული აქტის მუქარის მუხლით მიმდინარეობს. ამის შესახებ ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

 

„ბათუმის უნივერსიტეტიდან შეტყობინების საფუძველზე ადგილზე სამართალდამცველები მუშაობენ. უნივერსიტეტში არ მიმდინარეობს სასწავლო პროცესი, უსაფრთხოების ზომებიდან გამომდინარე შენობაში მყოფმა რამდენიმე ადამიანმა დატოვა უკვე უნივერსიტეტის შენობა. გამოძიება სსკ-ის 323-ე მუხლის I1 ნაწილით მიმდინარეობს, რაც ტერორისტული აქტის მუქარას გულისხმობს“, - აღნიშნულია ინფორმაციაში.

 

 

 

 

big_banner
არქივი