logo_geo
უკრაინაში დაკავებული საქართველოს 5 მოქალაქე გაათავისუფლეს
- +

4 აგვისტო. 2019. 13:40

 

უკრაინაში დაკავებული საქართველოს 5 მოქალაქე, რომლებიც არალეგალი მიგრანტები იყვნენ, ადმინისტრაციული ჯარიმის საფუძველზე გაათავისუფლეს. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ საგარეო საქმეთა სამინისტროდან აცნობეს.

 

გავრცელებული ინფორმაციით, საქართველოს მოქალაქეებს დეპორტაცია არ შეხებიათ. ხუთივე პირს განესაზღვრა გარკვეული ვადა, რათა დატოვონ უკრაინის ტერიტორია.

 

შეგახსენებთ, რომ კიევში სამართალდამცავებმა არალეგალი მიგრანტები დააკავეს, რომლებიც ბაზარ „ტროეშჩინაში“ მუშაობდნენ. ამის შესახებ ეროვნული პოლიციის პრესსამსახური იტყობინება. სულ 119 ადამიანი იყო დაკავებული. ისინი საქართველოს, აზერბაიჯანის, უზბეკეთისა და ტაჯიკეთის მოქალაქეები არიან. მათ მიმართ ადმინისტრაციული ოქმები შეადგინეს. პოლიციის განმარტებით, მათ „უცხოელებისა და მოქალაქეობის არმქონე პირების მიერ უკრაინაში ყოფნისა და უკრაინის ტერიტორიის ტრანზიტით გავლის წესები“ დაარღვიეს.

 

 

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი