logo_geo
თურქეთში, ზღვაში საქართველოს 25 წლის მოქალაქე დაიხრჩო-ლაშა მალანიას დღეს ჩამოასვენებენ
- +

6 აგვისტო. 2019. 18:01

 

 

 

ახალგაზრდა მამაკაცი, რომელიც თურქეთში, რიზეს პროვინციაში შტორმის დროს ზღვაში დაიხრჩო, ჩხოროწყუელი ლაშა მალანიაა.

 

როგორც ჩხოროწყუს მერმა, დავით გოგუამ „კვირასთან“ საუბრისას განაცხადა, გარდაცვლილი თურქეთში ჩაის პლანტაციებში სამუშაოდ სისტემატურად დადიოდა.

 

„სამწუხაროდ, გუშინ რიზეს პროვინციაში შტორმის დროს 25 წლის ლაშა მალანია დაიხრჩო. დღეს გამორიყა სხეული ზღვამ და მაშველებმა იპოვეს. ის სისტემატურად დადიოდა ჩაის საკრეფად. რიზეში გადაასვენეს, დღეს საღამოს კი საქართველოში ჩამოასვენებენ“, - ამბობს დავით გოგუა „კვირასთან“ საუბრისას.

 

მისივე თქმით, გადმოსვენების ხარჯებს მთლიანად სახელმწიფო აანაზღაურებს.

 

როგორც ირკვევა, ლაშა მალანია ოჯახის ერთადერთი მარჩენალი გახლდათ. 25 წლის მამაკაცს  მცირეწლოვანი და, დედა და ძმა დარჩა, რომლებიც ჩხოროწყუში, სოფელ კირცხში ცხოვრობენ.

 

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი