სიღნაღის მუნიციპალიტეტის, სოფელ ბოდბისხევის ტყეში ადამიანის ძვლების ფრაგმენტები, ასევე მამაკაცის ტანსაცმელი და ფეხსაცმელი იპოვეს. ამის შესახებ ინფორმაცია „ინტერპრესნიუსს“ დაუდასტურეს.
სავარაუდოდ, ნივთები ეკუთვნის ბოდბისხევიდან მიმდინარე წლის ივნისში გაუჩინარებულ 83 წლის მამაკაცს. რაც შეეხება ძვლების ფრაგმენტებს, მასზე დანიშნულია ექსპერტიზა.
გამოძიება სსკ-ის 115 მუხლით მიმდინარეობს.