logo_geo
საბჭოს მოედნის ტერიტორიაზე მდებარე „საქართველოს ბანკი“ დააყაჩაღეს
- +

8 აგვისტო. 2019. 17:31

 

თბილისში, საბჭოს მოედნის ტერიტორიაზე მდებარე „საქართველოს ბანკი“ დააყაჩაღეს.

 

როგორც „ინტერპრესნიუსს“ „საქათველოს ბანკის“ პრესსამსახურში განუცხადეს, მომხდარის დეტალებზე ჯერჯერობით ინფორმაციას არ ფლობენ, თუმცა დაშავებული არავინ არის.

 

ამასთან, შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მომხდარზე გამოძიება სსკ-ის 179-ე მუხლით დაიწყო, რაც ყაჩაღობას გულისხმობს.

 

 

 

big_banner
არქივი