logo_geo
ნიკა გვარამიამ პროკურატურიდან გამოსვლის შემდეგ ბრალის დადგენილება დახია
- +

9 აგვისტო. 2019. 21:07

 

სამაუწყებლო კომპანია „რუსთავი 2“-ის ყოფილმა გენერალურმა დირექტორმა, ბრალდებულმა ნიკა გვარამიამ გენერალური პროკურატურიდან გამოსვლის შემდეგ, ბრალის დადგენილება დახია.

 

როგორც მან ჟურნალისტებთან საუბარში აღნიშნა, ბრალის დადგენილების წაკითხვას არ აპირებს.

 

შეგახსენებთ, რომ გენერალურმა პროკურატურამ „რუსთავი 2“-ის ყოფილი გენერალური დირექტორის, ნიკა გვარამიას მიმართ ბრალის წარდგენის გადაწყვეტილება მიიღო.

 

როგორც უწყებაში გამართულ ბრიფინგზე აღინიშნა, „გამოტანილია დადგენილება ნიკა გვარამიას ბრალდების შესახებ, საქართველოს სსკ-ის 220-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის, რაც გულისხმობს საწარმოში ხელმძღვანელობითი და წარმომადგენლობითი უფლებამოსილების გამოყენებას ამ ორგანიზაციის კანონიერი ინტერესის საწინააღმდეგოდ, სხვისთვის გამორჩენის მიღების მიზნით, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია“.

 

 

 

 

 

big_banner
არქივი