logo_geo
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური განცხადებას ავრცელებს
- +

13 აგვისტო. 2019. 18:25

 

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციულ სააგენტოში, 2019 წლის 25 ივნისიდან, მიმდინარეობს გამოძიება სისხლის სამართლის საქმეზე, სამსახურებრივი უფლებამოსილების შესაძლო ბოროტად გამოყენების ფაქტზე, დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 332-ე მუხლის პირველი ნაწილით.

 

„დადგენილია, რომ არაკეთილსინდისიერი მეწარმეების მიერ ყალბი მონაცემების გამოყენებით ფულადი აქტივის შექმნით სახელმწიფოს ათეულობით მილიონი ლარის ზიანი მიადგა. ასევე დადგენილია, რომ შესაძლო დანაშულის ნიშნები იდენტიფიცირებული იყო სწორედ შემოსავლების სამსახურის თანამშრომლების მიერ.

 

გამოძიება მიმდინარეობს ინტენსიურ რეჟიმში, რათა დადგინდეს რამდენად სრულფასოვნად შეასრულეს საჯარო მოხელეებმა მათზე კანონით დაკისრებული მოვალეობები.

 

ამ ეტაპზე გამოკითხულია ყველა ის პირი, რომელსაც შემხებლობა ჰქონდა ხსენებულ საკითხთან დაკავშირებთ“, - ნათქვამია სუს-ის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

 

 

 

big_banner
არქივი