logo_geo
სოფელ რენესთან ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად სამი ადამიანი დაიღუპა
- +

14 აგვისტო. 2019. 12:10

 

 

თბილისი-სენაკი-ლესელიძის ავტომაგისტრალზე, სოფელ რენესთან, ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა. შემთხვევის შედეგად დაიღუპა სამი, ხოლო დაშავდა ერთი ადამიანი.

 

შინაგან საქმეთა სამინისტროს პირველადი ინფორმაციით, მძღოლს საჭესთან ჩაეძინა.

 

„თბილისის მიმართულებით მოძრავმა „მერსედესის“ მარკის მსუბუქმა ავტომობილმა, რომელშიც ოთხი მგზავრი იმყოფებოდა, მართვა დაკარგა, გზის სავალი ნაწილიდან გადავიდა და ბორდიურს შეეჯახა. სამი მგზავრი ადგილზე დაიღუპა, მათ შორის ორი ახალგაზრდა მამაკაცი და ერთი ქალბატონია.

 

პირველადი ინფორმაციით, მძღოლს საჭესთან ჩაეძინა, რამაც ავარია გამოიწვია“, – განუცხადეს საქართველოს პირველ არხს შსს-ში.

 

ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად დაზიანებული ავტომობილიდან გარდაცვლილების ამოსაყვანად სამაშველო სამსახურის ჩართვა გახდა საჭირო.

 

გადარჩა ავტომობილის მძღოლი, რომელიც გორში ჰოსპიტალში გადაიყვანეს. ​შსს-ს ინფორმაციით, სამართალდამცველები მის გამოკითხვას ამ დრომდე ვერ ახერხებენ, რადგან მამაკაცი შოკშია.

 

საქმე სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მე-8 ნაწილით აღიძრა, რაც ტრანსპორტის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ორი ან მეტი ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია. დანაშაული ისჯება თავისუფლების აღკვეთის ვადით 6-დან 10 წლამდე.

 

 

big_banner
არქივი