logo_geo
ბათუმში ავტომობილი გაძარცვეს
- +

15 აგვისტო. 2019. 00:49

 

 

ბათუმში, შერიფ ხიმშიაშვილის 15 ნომერში, ავტოსადგომზე ავტომობილი გაძარცვეს.

 

შემთხვევა ხალხმრავალ ადგილას მოხდა. თვითმხილველების თქმით, მძარცველები სავარაუდოდ მოზარდები არიან.

 

ავტომობილის მფლობელის თქმით, წაღებულია ორი საფულე, გარკვეული თანხით და საბუთები, მათ შორის, მართვის მოწმობა. ამ წუთებში ადგილზე საპატრულო პოლიციაა მობილიზებული.

 

როგორც ადგილობრივები ამბობენ, ზაფხულის სეზონის განმავლობაში, ამ ტერიტორიაზე ავტომობილის ძარცვის მეორე შემთხვევაა.

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი