logo_geo
ვინ არის პოლიციელი, რომელმაც ოზურგეთში, დედისგან მიტოვებული ჩვილი ჩაიხუტა და სხეულის ტემპერატურით უნარჩუნებდა სიცოცხლეს
- +

16 აგვისტო. 2019. 21:41

 

 

პოლიციელი, რომელმაც სათხილეში ნაპოვნი ჩვილი ჩაიხუტა და სასწრაფოს მისვლამდე სხეულის ტემპერატურით უნარჩუნებდა სიცოცხლეს, გურიის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომელი, 39 წლის პოლიციის პოლკოვნიკი აჩიკო (არსენ) ახალკაცია.

 

დღეს, დილით 31 წლის ქალი საავადმყოფოში სასწრაფო სამედიცინო ბრიგადამ საშვილოსნოდან სისხლდენით შეიყვანა. მედიკოსებმა იეჭვეს, რომ ქალს მშობიარობის შემდგომი პერიოდი ჰქონდა, თუმცა ის ამას არ აღიარებდა, რის შემდეგაც მათ პოლიცია გამოიძახეს. ადგილზე მისულ პოლიციელებს ახალშობილი სათხილეში დახვდათ.

 

ჩვილს 4 საათის განმავლობაში უტარდებოდა სარეაბილიტაციო სამუშაოები და, ამ წუთისთვის, მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.

 

მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით გამოძიება სსკ-ის 19-112- ე მუხლით მიმდინარეობს, რაც დედის მიერ ახალშობილის განზრახ მკვლელობის მცდელობას გულისხმობს.

 

 

big_banner
არქივი