თბილისში, შოთა ნიშნიანიძის ქუჩაზე აივანი ჩამოინგრა. შემთხვევის შედეგად ხუთი ადამიანი დაშავდა.
როგორც „პირველ არხს“ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში განუცხადეს, მომხდარის შედეგად მათ მსუბუქი დაზიანებები მიიღეს და კონტაქტურები იყვნენ. დაშავებულები სასწრაფო დახმარების მანქანებით საავადმყოფოში გადაიყვანეს.
არსებული ინფორმაციით, შენობაში, სადაც შემთხვევა მოხდა, სასტუმრო მდებარეობს და დაშავებულთაგან სამი უცხოელი ტურისტია.