logo_geo
გურიაში ავარიის შედეგად ერთი ადამიანი დაიღუპა, რვა - დაშავდა
- +

18 აგვისტო. 2019. 21:57

 

 

 

გურიაში, სოფელ ნიგვზიანში ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად ერთი პირი დაიღუპა, ხოლო რვა ადამიანი დაშავდა.

 

როგორც საქართველოს პირველ არხს შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, ერთმანეთს ორი ავტომობილი შეეჯახა. დაშავებულები საავადმყოფოში გადაიყვანეს.

 

შსს-ს ინფორმაციით, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მე-6 ნაწილით მიმდინარეობს, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესების დარღვევას გულისხმობს.

 

 

big_banner
არქივი