გურიაში, სოფელ ნიგვზიანში ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად ერთი პირი დაიღუპა, ხოლო რვა ადამიანი დაშავდა.
როგორც საქართველოს პირველ არხს შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, ერთმანეთს ორი ავტომობილი შეეჯახა. დაშავებულები საავადმყოფოში გადაიყვანეს.
შსს-ს ინფორმაციით, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მე-6 ნაწილით მიმდინარეობს, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესების დარღვევას გულისხმობს.