logo_geo
დიმიტრი ქუმსიშვილის შვილს ადმინისტრაციული სახდელი დაეკისრა
- +

19 აგვისტო. 2019. 13:56

 

 

ეკონომიკის ყოფილი მინისტრის დიმიტრი ქუმსიშვილის შვილს ადმინისტრაციული სახდელი დაეკისრა. როგორც „პირველ არხს“ შსს-ში განუცხადეს, ის ადმინისტრაციული წესით, ძალადობის ბრალდებით დააკავეს.

 

„საპატრულო პოლიციაში შემოვიდა შეტყობინება, რომ პეტრიაშვილის ქუჩაზე, რესტორან „ღვინის ქარხანა გალერიაში“ მოხდა ჩხუბი. ადგილზე ოპერატიულად გამოცხადდნენ სამართალდამცველები. გაირკვა, რომ 1994 წელს დაბადებულ ვ.ხ-ს და 1996 წელს დაბადებულ ი.ქ-ს კერძო დაცვის თანამშრომლებთან მოუვიდათ შელაპარაკება, რაც ფიზიკურ დაპირისპირებაში გადაიზარდა.

 

ადგილზე მისულ სამართალდამცველებს ვ.ხ.-მ და ი.ქ.-მ გაუწიეს წინააღმდეგობა. სამართალდამცველების არაერთი მოწოდების მიუხედავად, არ დაემორჩილნენ მათ კანონიერ მოთხოვნას, რის შემდეგაც სამართალდამცველებმა ორივე მათგანი ადმინისტრაციული წესით დააკავეს, ხოლო ჩხუბის ფაქტთან დაკავშირებით გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის პირველი ნაწილით დაიწყო, რაც ძალადობას გულისხმობს. ფაქტთან დაკავშირებით მიმდინარეობს აქტიური საგამოძიებო მოქმედებები“, - აცხადებენ შსს-ში.

 

უწყების ცნობით, სამართალდამცველების მიერ დაკავებული ორივე ახალგაზრდა მოსამართლემ სამართალდამრღვევად ცნო და ადმინისტრაციული სახდელი შეუფარდა.

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი