logo_geo
პაატა სალია არ გამორიცხავს, რომ ნიკა გვარამიას გარდა, სასამართლოს „რუსთავი 2“-ის კიდევ რამდენიმე თანამშრომლის წინააღმდეგ მიმართონ
- +

20 აგვისტო. 2019. 17:05

 

 

„მელაძის და სხვების, მათ შორის, ლაფერაშვილის, ანჯაფარიძის, გაბუნიას გათავისუფლება გამოწვეულია იმ ფინანსური საკითხებიდან გამომდინარე, იმ ზარალიდან გამომდინარე, რაც კომპანიას მიადგა“, - ამის შესახებ ტელეკომოპანია „რუსთავი 2“-ის გენერალურმა დირექტორმა პაატა სალიამ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

 

როგორც სალიამ განაცხადა, აღნიშნულ პირებს შესაძლოა, უჩივლონ.

 

„ვფიქრობთ, ისევე, როგორც გვარამიას წინააღმდეგ, ამ პიროვნებების წინააღმდეგაც მოგვიწევს სასამართლოში დავა. შესაბამისად, ვერ წარმოგვიდგენია, რომ ვედავოთ იმ ადამიანებს, რომლებიც ჩვენთან არიან წამყვან თანამდებობებზე. აშკარად შეუთავსებლობა და ინტერესთა კონფლიქტი იქნება“, - განაცხადა სალიამ.

 

როგორც სალიამ აღნიშნა, სარჩელზე მუშაობენ და გარკვეული დასაბუთება უკვე არსებობს.

 

„არსებობს დასაბუთება იმაზე, რაც 2015 წელს მოხდა. შემდგომ იყო შეძენილი ბინები 2016-ში. რაღაც თანხების განაწილება მოხდა 2017-ში. ამაზე აუცილებლად ვისაუბრებთ სამოქალაქო სარჩელში“, - განაცხადა სალიამ.

 

 

 

big_banner
არქივი