logo_geo
მამუკა ხაზარაძემ და ბადრი ჯაფარიძემ 700 000-700 000-ლარიანი გირაო გადაიხადეს
- +

26 აგვისტო. 2019. 16:27

 

„თიბისი ბანკის“ დამფუძნებლებმა, მამუკა ხაზარაძემ და ბადრი ჯაფარიძემ აღკვეთის ღონისძიების სახით შეფარდებული 700 000 -700 000-ლარიანი გირაო გადაიხადეს.

 

ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ მამუკა ხაზარაძის ადვოკატმა, ზვიად კორძაძემ განუცხადა.

 

შეგახსენებთ, რომ მამუკა ხაზარაძეს და ბადრი ჯაფარიძეს თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებით, აღკვეთის ღონისძიების სახით 700-700 000-ლარიანი გირაო 26 ივლისს შეეფარდათ. ჯაფარიძესა და ხაზარაძეს ბრალი ოფიციალურად 24 ივლისს წარედგინათ ჯგუფურად, 16 664 000 ამერიკული დოლარის უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის ფაქტზე, რასაც თან ახლდა განსაკუთრებით დიდი ოდენობით შემოსავლის მიღება (დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 194 მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ და მე-3 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით).

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი