logo_geo
შსს-ს კახეთის სამხარეო პოლიციის დეპარტამენტს ზურაბ ბერიკაშვილი უხელმძღვანელებს
- +

4 სექტემბერი. 2019. 12:23

 

„შინაგან საქმეთა სამინისტროს კახეთის სამხარეო პოლიციის დეპარტამენტს დღეიდან ზურაბ ბერიკაშვილი უხელმძღვანელებს“,- ამის შესახებ ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტროში ადასტურებენ.

 

36 წლის ზურაბ ბერიკაშვილმა აღნიშნულ თანამდებობაზე შოთა ჭანუყვაძე შეცვალა.

 

ბერიკაშვილი 2017 დეკემბრიდან დღემდე, კახეთის პოლიციის დეპარტამენტის დირექტორის მოადგილე იყო.

 

მანამდე კი, 2016 წელს, ის კონტრტერორისტული ცენტრის (დეპარტამენტის) პირველი მთავარი სამმართველოს უფროსის მოადგილის თანამდებობას იკავებდა.

 

უწყების ინფორმაციით, კახეთის სამხარეო პოლიციის უკვე ყოფილი დირექტორი შოთა ჭანუყვაძე მუშაობას შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის უფროსის მოადგილის პოზიციაზე გაგრძელებს.

 

 

 

 

big_banner
არქივი