logo_geo
თემქაზე, ერთ-ერთ ბინაში გარდაცვლილი იპოვეს
- +

5 სექტემბერი. 2019. 14:26

 

 

თბილისში, თემქაზე, ერთ-ერთ ბინაში გარდაცვლილი ქალი იპოვეს.

 

როგორც მეზობლები აცხადებენ, ქალი საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის წარმომადგენლებმა მაშინ იპოვეს, როდესაც მეხანძრეებმა ბინაში ხანძარი ჩააქრეს.

 

ასევე, მეზობლების თქმით, ქალს ჭრილობა თავის არეში აქვს მიყენებული და ხანძარი სავარაუდოდ, დანაშაულის დაფარვის მიზნით გააჩინეს.

 

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, რომ მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით დაიწყო, რაც განზრახ მკვლელობის მცდელობას გულისხმობს.

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი