logo_geo
თემქაზე მოკლული ქალის მეუღლე გამოკითხვაზე იმყოფება
- +

5 სექტემბერი. 2019. 15:15

 

 

თემქაზე მოკლული ქალის მეუღლე გამოკითხვაზე იმყოფება. გარდაცვლილის მეზობლებს უჭირთ საუბარი რა შეიძლება გამხდარიყო 62 წლის ქალის მკვლელობის მოტივი.

 

როგორც „ინტერპრესნიუსს“ კორპუსთან მდებარე მაღაზიის თანამშრომელმა ნაზი ფალავანდიშვილმა განუცხადა, მას არ აქვს ინფორმაცია, მკვლელობის შემდეგ არის თუ არა რაიმე ნივთი ან ფული სახლიდან წაღებული.

 

„მეზობელმა დაიძახა, რომ კვამლიაო, ყველა გავედით. დავინახეთ, რომ კვამლი გამოდიოდა მე-6 სართულიდან. გამოვიძახეთ სამაშველო სამსახური, მოვიდა სასწრაფოც. ამის შემდეგ მისი მეუღლეც მოვიდა. გარდაცვლილის ერთ-ერთი შვილი საზღვარგარეთ ცხოვრობს, მეორე კი, ვარკეთილში და ისიც მოვიდა. მიჭირს საუბარი რა შეიძლება იყოს მომხდარის მიზეზი“, - განაცხადა ფალავანდიშვილმა.

 

ადგილზე მუშაობენ ექსპერტ-კრიმინალისტები.

 

 

big_banner
არქივი