logo_geo
თბილისში მამაკაცი დაჭრეს
- +

8 სექტემბერი. 2019. 17:09

 

თბილისში, თარხნიშვილის ქუჩაზე მამაკაცი დაჭრეს. როგორც „ინტერპრესნიუსს“ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, დაჭრილი სამედიცინო დაწესებულებაშია გადაყვანილი და მის სიცოცხლეს ამ დროისთვის საფრთხე არ ემუქრება.

 

უწყების ინფორმაციით, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 120-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებას გულისხმობს.

 

შემთხვევის ადგილზე მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედებები.

 

 

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი