თიანეთის მუნიციპალიტეტის სოფელ მამადაანებში მკვლელობა მოხდა.37 წლის მამაკაცმა მეზობელს სასიკვდილო ჭრილობა მიაყენა. შემთხვევა რამდენიმე დღის წინ მოხდა.
როგორც „პირველს“ შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, დაკავებულია 1982 წელს დაბადებული მამაკაცი.
გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლის მესამე ნაწილის ბ პუნქტით დაიწყო, რაც გულისხმობს განსაკუთრებული სისასტიკით განზრახ მკვლელობას დამამძიმებელ გარემოებაში.
ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით თექვსმეტიდან ოც წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთით.