logo_geo
იტალიაში ბინების გაქურდვის ბრალდებით საქართველოს მოქალაქე დააკავეს
- +

12 სექტემბერი. 2019. 10:58

 

იტალიაში ბინების გაქურდვის ბრალდებით საქართველოს მოქალაქე დააკავეს.

 

როგორც იტალიური მედია იუწყება, დაკავებულია 42 წლის კ.კ., რომელიც რამდენიმე ბინისა და კერძო სახლის გაქურდვაშია ბრალდებული. ის ქალაქ მესტრეს პოლიციამ დააპატიმრა.

 

ამასთან, პოლიციამ გაავრცელა ვიდეო, რომელშიც დაკავებული ერთ-ერთ ბინაში ქურდობის დროსაა ასახული.

 

იტალიური მედიის ცნობით, საქართველოს მოქალაქეს ბინების საკეტების გასატეხად სპეციალური ტექნიკა ჰქონდა შემუშავებული.

 

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი