logo_geo
ხობში ტრაქტორის ქვეშ მამაკაცი მოყვა და დაიღუპა
- +

13 სექტემბერი. 2019. 17:36

 

 

ხობის მუნიციპალიტეტის სოფელ შუა ხორგაში 55 წლამდე მამაკაცი ტრაქტორის ქვეშ მოყვა და ადგილზე დაიღუპა.

 

არსებული ინფორმაციით, ტრაქტორი ქვიშით იყო დატვირთული. შემთხვევა დღეს მოხდა.

 

„პატარა ტრაქტორი ჰყავდა, ქვიშის მოსატანად ყოფილა მარტო წასული, დაუტვირთავს. როგორც ჩანს, გადაბრუნდა და ქვეშ მოყვა. სამწუხაროდ, თავის დაღწევა ვერ მოახერხა“, - განაცხადა ხობის მერის წარმომადგენელმა ვალერიან ქაცარავამ.

 

შს სამინისტრომ მომხდარზე გამოძიება სსკ-ის 276-ე მუხლის მე-5 ნაწილით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია და ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ოთხიდან ექვს წლამდე.

 

 

big_banner
არქივი