logo_geo
თბილისში 25 წლის ახალგაზრდამ 34 წლის მამაკაცს ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა, რის შედეგადაც ის გარდაიცვალა
- +

15 სექტემბერი. 2019. 16:46

 

 

პოლიციამ თბილისში ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების ფაქტი ცხელ კვალზე გახსნა. როგორც „ინტერპრესნიუსს“ შინაგან საქმეთა სამინისტროდან აცნობეს, შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ძველი თბილისის სამმართველოს თანამშრომლებმა, ცხელ კვალზე ჩატარებული ოპერატიულ-საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების ბრალდებით, რამაც სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია, 1994 წელს დაბადებული გ.ხ. დააკავეს.

 

უწყების ცნობით, დანაშაული 4-დან 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

 

მათივე ინფორმაციით, გამოძიებით დადგინდა, რომ დაკავებულმა მიმდინარე წლის 15 სექტემბერს თბილისში, ქართული კინოს მოედნის მიმდებარე ტერიტორიაზე ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა 1985 წელს დაბადებულ ს.მ.-ს, რომელიც შემთხვევის ადგილზე გარდაიცვალა.

 

შსს-ს ცნობით, სამართალდამცველებმა ბრალდებული მომხდარიდან მალევე თბილისში დააკავეს.

 

გამოძიება მიმდინარეობს ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების ფაქტზე, რამაც სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია, საქართველოს სსკ-ს 117-ე მუხლის მე-2 ნაწილით.

 

 

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი