logo_geo
თბილისში, ბერი გაბრიელ სალოსის ქუჩაზე მამაკაცი დაჭრეს
- +

15 სექტემბერი. 2019. 22:46

 

 

თბილისში, ბერი გაბრიელ სალოსის ქუჩაზე 50 წლის მამაკაცი დაჭრეს. არსებული ინფორმაციით, მამაკაცს ცეცხლსასროლი იარაღიდან ესროლეს.

 

როგორც საქართველოს პირველ არხს შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, გამოძიება დაწყებულია სსკ-ის 19-108-ე და 236-ე მუხლებით, რაც მკვლელობის მცდელობას და ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარებას გულისხმობს.

 

მამაკაცი გადაყვანილია სამედიცინო დაწესებულებაში.

 

 

 

big_banner
არქივი