logo_geo
20-21 ივნისის საქმეზე დაკავებული სამი პირი სასამართლომ პატიმრობაში დატოვა
- +

17 სექტემბერი. 2019. 18:29

 

20-21 ივნისის საქმეზე ჯგუფური ძალადობის ორგანიზების ბრალდებით დაკავებული სამი პირი - ილია მემანიშვილი, მორის მაჩალიკაშვილი და გოგი ქურდოვანიძე პატიმრობაში რჩებიან.

 

გადაწყვეტილება თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ მიიღო.

 

დღევანდელ სასამართლო სხდომაზე დაკავებულების მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება პატიმრობა გადაისინჯა. ადვოკატებმა ბრალდებულების გათავისუფლების შუამდგომლობა დააყენეს, რასაც პროკურატურა არ დაეთანხმა.

 

დღევანდელ სასამართლო სხდომაზე დაკავებულებმა ბრალთან დაკავშირებით საკუთარი პოზიციაც დააფიქსირეს და აღნიშნეს, რომ ისინი თავს დამნაშავედ არ ცნობდნენ.

 

მომდევნო სხდომა 24 სექტემბერს 12:00 საათზე ჩაინიშნა.

 

20-21 ივნისს პარლამენტის წინ განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით ჯგუფური ძალადობის ორგანიზების, ხელმძღვანელობის და მასში მონაწილეობის ფაქტზე სამართალდამცველებმა ოთხი პირი დააკავეს. ამავე საქმეზე ბრალდებულ ბეჟან ლორთქიფანიძე ხუთიათასლარიანი გირაოს სანაცვლოდ ერთი თვის წინ გათავისუფლდა.

 

 

big_banner
არქივი