logo_geo
აღმაშენებლის გამზირზე არაბი მამაკაცი დაჭრეს
- +

19 სექტემბერი. 2019. 21:07

 

თბილისში, აღმაშენებლის გამზირზე ეროვნებით არაბი მამაკაცი დაჭრეს. როგორც „ინტერპრესნიუსს“ შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, ცხელ კვალზე ერთი პირი დააკავეს. მათივე ინფორმაციით, გამოძიება 19/108-ე მუხლით დაიწყო, რაც განზრახ მკვლელობის მცდელობას გულისხმობს.

 

არსებული ინფორმაციით, სავარაუდო მოტივი ურთიერთშელაპარაკება გახდა. შემთხვევა დღეს, მეტრო „მარჯანიშვილის“ მიმდებარე ტერიტორიაზე მოხდა.

 

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი