თბილისში, ფეიქრების ქუჩაზე, ავარია მოხდა.
როგორც „პირველს“ შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, შეჯახებაში 4 ავტომობილი მონაწილეობდა.
დაშავდა 3 ადამიანი.
გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მეორე ნაწილით დაიწყო, რაც გულისხმობს, ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას, რამაც რამაც ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე დაზიანება გამოიწვია.
ისჯება ჯარიმით ან შინაპატიმრობით ვადით ექვსი თვიდან ორ წლამდე.