logo_geo
ბათუმის ყოფილი მერი გიორგი ერმაკოვი და კიდევ რამდენიმე პირი სასამართლომ პატიმრობაში დატოვა
- +

24 სექტემბერი. 2019. 19:53

 

ბათუმის საქალაქო სასამართლომ ბათუმის ყოფილი მერი გიორგი ერმაკოვი პატიმრობაში დატოვა.

 

სასამართლომ პატიმრობაში დატოვა ასევე ბათუმის მერიის საფინანსო სამსახურის უფროსი არჩილ ვანაძე და მერიის თანამშრომელი გოგა ლომაძე.

 

რაც შეეხება საქმეზე ბრალდებულ კიდევ ოთხ პირს, მოსამართლემ გაითვალისწინა ადვოკატის შუამდგომლობა და აჭარის განათლების კულტურისა და სპორტის მინისტრის მოვალეობის შემსრულებელი ბაგრატ მანველიძე,  ბათუმი მერიის თანამშრომლები ბექა ხალვაში და ნუკრი ხინთიბიძე, ასევე ბათუმის ვიცე-მერი თენგიზ პეტრიძე 100-100-ათას ლარიანი გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლა.

 

აჭარის მთავრობისა და ბათუმის მუნიციპალიტეტის შვიდი მაღალჩინოსანი პროკურატურამ 30 მაისს „იაფი სახლის“ პროექტთან დაკავშირებით დააკავა. გამოძიება მათ 1 370 076 ლარის გაფლანგვას ედავება.

 

 

big_banner
არქივი