logo_geo
ბილბაოში ბრაზილიელი ქალის ჯგუფურ გაუპატიურებაში ეჭვმიტანილები დააკავეს, მათ შორის ერთ-ერთი ქართველია
- +

25 სექტემბერი. 2019. 10:15

 

ესპანური მედიის ცნობით, პოლიციამ ბილბაოში 25 წლის ბრაზილიელი ქალის ჯგუფურ გაუპატიურებაში ეჭვმიტანილი ოთხი პირი დააკავა. მათ შორის ერთ-ერთი ქართველია.

 

ესპანელი ჟურნალისტები მომხდარის დეტალებზე საუბრობენ. მათი ინფორმაციით, ქალი ჩხუბის შემდეგ ქუჩაში გაცნობილ მამაკაცთან ბინაში ასვლას დათანხმდა.

 

როგორც დაზარალებული ჰყვება, სასმელში „თეთრი ფერის ფხვნილი გაურიეს, რის გამოც მან წინააღმდეგობის გაწევის უნარი დაკარგა“.

 

გამოძიების ცნობით, გონების დაკარგვამდე ქალი ძმას დაუკავშირდა. სწორედ ასე მოხერხდა მისი ადგილსამყოფელის დადგენა.

 

პოლიციამ დააკავა დანაშაულში ეჭვმიტანილები. მათ შორის ერთი ქართველი, ორი ალჟირელი და ერთი ესპანელია. ექსპერტიზამ დაზარალებული გოგონას სისხლში მოძალადეების ბიოლოგიური კვალი დაადასტურა.

 

 

 

 

 

 

big_banner
არქივი