logo_geo
ახმეტაში ახალგაზრდა მამაკაცის დამწვარი ცხედარი იპოვეს
- +

26 სექტემბერი. 2019. 11:52

 

ახმეტაში, სოფელ ზემო ხოდაშენში 33 წლის მამაკაცის დამწვარი ცხედარი იპოვეს. შემთხვევა გუშინ მოხდა. ცხედარი სასაფლაოს მიმდებარე ტერიტორიაზე იპოვეს. არსებული ინფორმაციით, ადგილზე ნაპოვნია ბენზინიანი ავზიც.

 

ადგილობრივების ინფორმაციით, ახალგაზრდა მამაკაცი თბილისში ცხოვრობდა და ძმასთან ერთად სოფელ კოღოთოში, ერთ-ერთ საოჯახო სასტუმროში მშენებლობაზე მუშაობდა.

 

როგორც „ინტერპრესნიუსს“ შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, შემთხვევის ადგილზე ყველა საგამოძიებო მოქმედება ჩატარდა, მათ შორის, ცხედარს ჩაუტარდა ექსპერტიზა.

 

მომხდართან დაკავშირებით, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე, თვითმკვლელობამდე მიყვანის მუხლით მიმდინარეობს.

 

 

 

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი