logo_geo
პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსის მოადგილე ანგი ხუციშვილი პროკურატურაში მივიდა
- +

26 სექტემბერი. 2019. 12:41

 

პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსის მოადგილე ანგი ხუციშვილი საქართველოს გენერალურ პროკურატურაში გამოკითხვაზე მივიდა.

 

ანგი ხუციშვილმა პროკურატურაში შესვლამდე ჟურნალისტების არც ერთ კითხვას არ უპასუხა.

 

„არ გპასუხობთ. გამოძიებას გავცემ პასუხს“, - განაცხადა ხუციშვილმა.

 

შეგახსენებთ, პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა მარიამობის დღესასწაულთან დაკავშირებით გამოცემული შეწყალების აქტით, მკვლელობისთვის მსჯავრდებული რამდენიმე პირი შეიწყალა, მათ შორის 22 წლის პოლიციელის თარაშ მუკბანიანის, გიორგი ოთხმეზურის შვილის - დავით ოთხმეზურისა და სოსო ქოიავას მკვლელობისთვის მსჯავრდებული პირები. სკანდალური შეწყალების შემდეგ პროკურატურამ მსჯავრდებულების: რამაზ დევაძის, ასლან ბეჟანიძის, ზურაბ ნადირაძის და სხვა პირთა შეწყალების პროცესში სამსახურებრივი უფლებამოსილების შესაძლო ბოროტად გამოყენების ფაქტზე გამოძიება დაიწყო. „ევროპული საქართველოს“ ინფორმაციით, შეწყალების პროცესში კორუფციულ გარიგებებს აქვს ადგილი, რომელშიც პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანი დიმიტრი გაბუნიაა ჩართული, თუმცა თავად გაბუნიას განცხადებით, შესაწყალებელ პატიმართა სიის შედგენას ადმინისტრაციის უფროსის მოადგილე ანგი ხუციშვილი კურირებდა.

 

 

 

big_banner
არქივი