logo_geo
ზუგდიდში, სოფელ ჯუმში ძმამ ძმა მოკლა
- +

28 სექტემბერი. 2019. 10:29

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ ჯუმში წუხელ, ძმამ ძმა მოკლა. როგორც „ინტერპრესნიუსს" სოფლის რწმუნებულმა ზურაბ ფაჟავამ განუცხადა, მკვლელობაში ბრალდებული დაკავებულია.

 

„დევნილები არიან. ერთ-ერთი ჩვენს სოფელშია ჩასიძებული. მეორე გერმანიიდან იყო ჩამოსული. ჩვენს სოფელში მცხოვრებს შვილი ჰყავს გარდაცვლილი და მის სასაფლაოზე იყვნენ. მერე რა მოხდა, არავინ არ იცის“, - ამბობს ზურაბ ფაჟავა.

 

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, სამართალდამცველებმა ზუგდიდში მომხდარი განზრახ მკვლელობის ფაქტი ცხელ კვალზე გახსნეს, დაკავებულია 1 პირი -1983 წელს დაბადებული მამაკაცი.

 

გამოძიება სსკ-ის 108 მუხლით მიმდინარეობს, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს.

 

მათივე ცნობით, დაკავებული აღიარებს ჩადენილ დანაშაულს.

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი