logo_geo
თბილისში, ყიფშიძის ქუჩაზე სროლის შედეგად ორი ადამიანი დაიჭრა
- +

30 სექტემბერი. 2019. 16:27

 

თბილისში, ყიფშიძის ქუჩაზე სროლის შედეგად ორი ადამიანი დაიჭრა. როგორც ადგილიდან საქართველოს პირველი არხის ჟურნალისტი იუწყება, დაჭრილები საავადმყოფოში გადაიყვანეს.

 

ადგილზე აღმოჩენილია იარაღი, რომლითაც სავარაუდოდ გასროლა განხორციელდა.

 

თვითმხილველების თქმით, დაჭრას წინ უძღოდა სიტყვიერი შელაპარაკება.

 

ყიფშიძის ქუჩაზე მობილიზებულია საპატრულო პოლიცია. მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედებები.

 

 

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი