logo_geo
ყიფშიძის ქუჩაზე დაპირისპირების შედეგად დაჭრილ ერთ პირს ჭრილობები თავის და მუცლის არეში აღენიშნება, მეორე კი ბარძაყშია დაჭრილი
- +

30 სექტემბერი. 2019. 17:16

 

თვითმხილველების ინფორმაციით, ყიფშიძის ქუჩაზე მომხდარ დაპირისპირებაში სამი პირი ფიგურირებდა, რომელთა შორის ერთი ქალია.

 

როგორც ისინი აცხადებენ, ორი პირიდან ერთი ბარძაყის არეშია დაჭრილი, მეორეს კი ჭრილობები თავის და მუცლის არეში აღენიშნება.

 

ამასთან, ვრცელდება ინფორმაცია, რომლის მიხედვითაც, პოლიციამ დაპირისპირების განეიტრალების მიზნით ჰაერში ერთი გასროლა განახორციელა.

 

შეგახსენებთ, ყიფშიძის ქუჩაზე დაპირისპირება ცოტა ხნის წინ მოხდა. ორივე დაჭრილი საავადმყოფოშია გადაყვანილი.

 

 

 

big_banner
არქივი