იტალიის პოლიციამ ბინების გაქურდვაში ეჭვმიტანილი ორი ქართველი დააკავა. პოლიციის ცნობით, მათ სახლებიდან 133 000 ევროს ღირებულების ძვირფასეულობა მოიპარეს.
ადგილობრივი მედიის ცნობით, დაკავებული არიან 1997 წელს დაბადებული ი.მ. და 1995 წელს დაბადებული თ.დ.
გამოძიების ცნობით, მათ ტრიესტში რამდენიმე ბინა გაქურდეს და ძვირადღირებული ნივთები წაიღეს. პოლიციაში აცხადებენ, რომ ეჭვმიტანილებმა დანაშაული ივლისში ჩაიდინეს.
ერთ-ერთი ეჭვმიტანილის დაკავება პოლიციამ რომის აეროპორტში შეძლო, როდესაც ის ქვეყანას ტოვებდა. მეორე კი რომის გარეუბანში აიყვანეს. ქურდობაში ბრალდებული მესამე პირი იძებნება.