დიდი დიღმის მაგისტრალზე ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა. ორი მსუბუქი ავტომობილი ერთმანეთს შეეჯახა.
შემთხვევის შედეგად ორი ადამიანი დაშავდა. ერთ-ერთს ტვინის შერყევა აქვს, ხოლო მეორეს თავზე აქვს ჭრილობა.
ადგილზე მობილიზებულია სამართალდამცავთა ჯგუფი და სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ბრიგადა.
როგორც „პირველს“ შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, გამოძიება 276-ე მუხლის მე-2 ნაწილით დაიწყო.