logo_geo
დიდ დიღომში ავარია მოხდა - არიან დაშავებულები
- +

1 ოქტომბერი. 2019. 11:54

 

 

დიდი დიღმის მაგისტრალზე ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა. ორი მსუბუქი ავტომობილი ერთმანეთს შეეჯახა.

 

შემთხვევის შედეგად ორი ადამიანი დაშავდა. ერთ-ერთს ტვინის შერყევა აქვს, ხოლო მეორეს თავზე აქვს ჭრილობა.

 

ადგილზე მობილიზებულია სამართალდამცავთა ჯგუფი და სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ბრიგადა.

 

როგორც „პირველს“ შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, გამოძიება 276-ე მუხლის მე-2 ნაწილით დაიწყო.

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი