logo_geo
მსახიობ ეკა ჩხეიძის მიმართ ქორწინების იძულების ბრალდებით მამაკაცი დააკავეს
- +

1 ოქტომბერი. 2019. 13:44

 

 

მსახიობ ეკა ჩხეიძის მიმართ ქორწინების იძულების ბრალდებით სამართალდამცავებმა 56 წლის მამაკაცი დააკავეს. მის მიმართ აღკვეთის ღონისძიების შეფარდებაზე თბილისის საქალაქო სასამართლოში დღეს იმსჯელეს.

 

როგორც სასამართლო სხდომაზე ბრალდების მხარემ საკუთარ შუამდგომლობაში განაცხადა, დაკავებული 2 წელია, რაც მსახიობ ეკა ჩხეიძეს იცნობს და მას პერიოდულად სტუმრობდა სახლთან, სამსახურთან და სთხოვდა ქორწინებას, წინააღმდეგ შემთხვევაში კი, მას ემუქრებოდა, რომ თავს მოიკლავდა.

 

პროკურორ ანა მეტრეველის განცხადებით, ბრალდებულმა 28 სექტემბერს, დღის საათებში, ეკა ჩხეიძის საცხოვრებელი სახლის სადარბაზოში პნევმატური იარაღიდან გასროლა მოახდინა, რის შემდეგაც ჩხეიძემ „112“-ში დარეკა, ვინაიდან ბრალდებული მას თვითმკვლელობით ემუქრებოდა.

 

რაც შეეხება თავად ბრალდებულს, მან სასამართლო სხდომაზე განაცხადა, რომ თავს დამნაშავედ სცნობდა, დანარჩენზე კი არ ისაუბრებდა. სახელმწიფო ბრალდება დაკავებულის მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით 10 000-ლარიანი გირაოს გამოყენებას, დაცვა კი, 2 000 ლარის შეფარდებას ითხოვდა.

 

სასამართლოს გადაწყვეტილებით, ბრალდებულს აღკვეთის ღონისძიების სახით 3 000-ლარიანი გირაო შეეფარდა პატიმრობის უზრუნველყოფით.

 

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 1501-ე მუხლის პირველი ნაწილით, რაც ქორწინების იძულებას გულისხმობს.

 

წინასასამართლო სხდომა 31 ოქტომბერს, 11 საათზე დაინიშნა.

 

 

big_banner
არქივი