logo_geo
ზუგდიდში ძმის მკვლელობის ბრალდებით დაკავებული მამაკაცი ციხეში გარდაცვლილი ნახეს
- +

1 ოქტომბერი. 2019. 22:08

ზუგდიდში ძმის მკვლელობის ბრალდებით დაკავებული გიორგი წურწუმია ციხეში გარდაცვლილი ნახეს. ამის შესახებ ინფორმაცია „ინტერპრესნიუსს“ სოფელ ჯუმის გამგებელმა ზურაბ ფაჟავამ დაუდასტურა. არსებული ინფორმაციით, წურწუმია ქუთაისის ციხეში იმყოფებოდა.

 

რაც შეეხება გავრცელებულ ინფორმაციას, რომ წურწუმიამ თავი მოიკლა, გამგებელი ამას ვერ ადასტურებს.

 

„ერთი საათია, რაც გავიგე ეს ამბავი. არ ვიცი, რა მოხდა. სახლშიც ვერ მივდივარ, იქ ისეთი ამბავია. ჯერ ჩამოსვენებული არ არის“, - ამბობს ფაჟავა.

 

წურწუმია ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ ჯუმში 28 სექტემბერს ძმის მკვლელობის ბრალდებით დააკავეს. მან დანაშაული აღიარა.

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი