logo_geo
უკრაინული მედიის ინფორმაციით, უკრაინაში სპეცოპერაციის დროს საქართველოს მოქალაქე მოკლეს
- +

2 ოქტომბერი. 2019. 14:49

 

უკრაინაში სპეცოპერაციის დროს საქართველოს მოქალაქე მოკლეს.

 

როგორც უკრაინული მედია წერს, საქართველოს მოქალაქემ 10 დღის წინ ორ უკრაინელ სპეცრაზმელს ესროლა და დაჭრა. იგი დღეს, კიევის ოლქში მდებარე ხოტიანოვკას დასახლებაში სამართალდამცველებმა მოკლეს. პოლიციის ცნობით, ისინი იმ სახლთან მივიდნენ, სადაც საქართველოს მოქალაქე იმალებოდა და დანებება მოსთხოვეს. საპასუხოდ კი მან ცეცხლი გახსნა.

 

„საპასუხო ცეცხლის დროს ის ლიკვიდირებულ იქნა“, – აცხადებენ პოლიციაში.

 

აღნიშნულ საქმეზე გამოძიების სახელმწიფო ბიურომ გამოძიება დაიწყო. გამომძიებლები სამართალდამცავების მხრიდან იარაღის გამოყენების კანონიერებას შეისწავლიან.

 

როგორც უკრაინის ეროვნულ პოლიციაში აცხადებენ, მოკლულის ვინაობა მათთვის ცნობილია და მას სხვა სახელმწიფოს ტერიტორიაზე ჩადენილი დანაშაულისთვის 22 წლით პატიმრობა ჰქონდა მისჯილი. მას კრიმინალური ბანდის შექმნაში, ადამიანების გატაცებასა და ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო ფლობაში ადანაშაულებენ.

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი