თბილისში, პეკინის #22-ში კაცი მეხუთე სართულზე მდებარე ბინაში შეპარვას სახურავიდან ცდილობდა. შემთხვევის დროს ბინის მფლობელები შინ იმყოფებოდნენ.
მათ სავარაუდო მძარცველი აივანზე გამოკეტეს და „112“-ში დარეკეს. შემთხვევის ადგილზე მისულმა პატრულის თანამშრომლებმა კაცი დააკავეს. ფაქტზე მიმდინარეობს გამოძიება.