logo_geo
პეკინის გამზირზე ბინის მფლობელებმა მძარცველი აივანზე გამოკეტეს
- +

4 ოქტომბერი. 2019. 13:49

 

თბილისში, პეკინის #22-ში კაცი მეხუთე სართულზე მდებარე ბინაში შეპარვას სახურავიდან ცდილობდა. შემთხვევის დროს ბინის მფლობელები შინ იმყოფებოდნენ.

 

მათ სავარაუდო მძარცველი აივანზე გამოკეტეს და „112“-ში დარეკეს. შემთხვევის ადგილზე მისულმა პატრულის თანამშრომლებმა კაცი დააკავეს. ფაქტზე მიმდინარეობს გამოძიება.

 

 

 

 

 

big_banner
არქივი