სამაუწყებლო კომპანია „რუსთავი2“-ის ყოფილი ჟურნალისტი გიორგი გაბუნია გენერალურ პროკურატურაში გამოკითხვაზე დაიბარეს.
ამის შესახებ „პირველს“ პროკურატურის პრესსამსახურში განუცხადეს.
ჯერჯერობით უცნობია, რომელ საათზე გამოჰკითხავენ გაბუნიას.
„სამაუწყებლო კომპანია რუსთავი 2“-ის კანონიერი ინტერესის საწინააღმდეგოდ უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების, მისი კუთვნილი დიდი ოდენობით თანხების სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით მითვისების და ქონების მოჩვენებითი ან/და თვალთმაქცური გარიგებით გადამალვის ფაქტზე მიმდინარე გამოძიების ფარგლებში საქართველოს გენერალურ პროკურატურაში გამოკითხვაზე დაბარებულია გიორგი გაბუნია“,-აცხადებენ პროკურატურაში.
შეგახსენებთ, გუშინ ამავე საქმეზე გიორგი ლაფერაშვილი და ზაალ უდუმაშვილიც გამოიკითხნენ.