logo_geo
სუს-ის უფროსის მოადგილედ გიგა ნიკოლეიშვილი დაინიშნა
- +

11 ოქტომბერი. 2019. 16:03

 

 

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის მოადგილედ გიგა ნიკოლეიშვილი დაინიშნა. აღნიშნულ პოზიციაზე დანიშვნამდე, გიგა ნიკოლეიშვილი შინაგან საქმეთა სამინისტროს დაცვის პოლიციის დეპარტამენტს ხელმძღვანელობდა.

 

განათლება და კვალიფიკაცია:

 

2005 – ლუიზიანას შტატის პოლიციის აკადემია, აშშ – კრიტიკული ინციდენტების მართვა;

 

2005 – ლუიზიანას შტატის უნივერსიტეტი, აშშ – ანტიტერორიზმი, დიპლომატიური უსაფრთხოების დაცვა;

 

1997–1998 – საქართველოს სახელმწიფო უშიშროების სამინისტროს აკადემია – ოფიცერთა ოპერატიული მომზადების კურსები;

 

1994–1996 – თბილისის ღია ჰუმანიტარული უნივერსიტეტი, სამართალმცოდნეობის ფაკულტეტი;

 

1986-1988 – ქალაქი ტალინი, სამხედრო სამსახური;

 

1985-1992 – საქართველოს ზოო-საინჟინრო სავეტერინარო სასწავლო კვლევითი ინსტიტუტი

 

სამსახურებრივი საქმიანობა:

 

2017-2019 - შსს-ს დაცვის პოლიციის დეპარტამენტის თავმჯდომარე;

 

2016-2017 – ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერია, მერის მოადგილე;

 

2016- ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერია, ადმინისტრაციის უფროსი;

 

2014 – 2016 – სს „გლობალ კონტაქტ კონსალტინგი“, ადმინისტრაციული დეპარტამენტის დირექტორი;

 

2013-2014 – შპს ,,ტრანს ეკო’’ და შპს ,,ტრანს მობილი“, უსაფრთხოების

სამსახურის უფროსი;

 

2012-2013 – შპს „სან პეტროლიუმ ჯორჯია“, დაცვის, უსაფრთხოებისა და კონტროლის დეპარტამენტის უფროსის მოადგილე;

 

2010-2012 – შპს „სპრინგი“, უსაფრთხოების სამსახურის უფროსი;

 

2008-2010 – საქართველოს თავდაცვის სამინისტრო, სამხედრო დაზვერვის დეპარტამენტი, ადმინისტრაციის უფროსის მოადგილე;

 

2006-2007 – აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახური, სამსახურის უფროსის მოადგილე;

 

2004-2006 – საქართველოს სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახური, კადრების სამმართველოს უფროსი;

 

1997-2003 – აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახური, განყოფილების უფროსის მოადგილე, განყოფილების უფროსი, ადმინისტრაციის უფროსის მოადგილე, ადმინისტრაციის უფროსი, სამსახურის უფროსის მოადგილე, სამსახურის უფროსის მოვალეობის შემსრულებელი

 

1994-1997 – საქართველოს სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახური, კადრების სამმართველოს უფროსი ოპერატიული თანამშრომელი;

 

სპეციალური წოდება  - სახელმწიფო უსაფრთხოების პოლკოვნიკი

 

სახელმწიფო ჯილდო მედალი – ,,მხედრული მამაცობისთვის“, საქართველოს პრეზიდენტის განკარგულებით, 1999 წელი

 

 

big_banner
არქივი