ვაჟა-ფშაველას გამზირზე ქვეითად მოსიარულეს ავტომობილი დაეჯახა. შემთხვევა დღის მეორე ნახევარში მოხდა, ამ დროისთვის დაშავებულის მდგომარეობა უცნობია. მომხდარის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ შინაგან საქმეთა სამინისტროში დაუდასტურეს.
უწყების ინფორმაციით, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მე-2 ნაწილით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობისა და უსაფრთხოების წესის დარღვევას გულისხმობს.