logo_geo
ყიფშიძის ქუჩაზე მომხდარ დაპირისპირებასთან დაკავშირებით კიდევ ერთი პირი დააკავეს
- +

16 ოქტომბერი. 2019. 01:49

 

 

შინაგან საქმეთა სამინისტროს ვაკე-საბურთალოს სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, მიმდინარე წლის 30 სექტემბერს ვაკეში, ყიფშიძის ქუჩაზე მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით, 1972 წელს დაბადებულ ლ.ძ. დააკავეს. მას ბრალად ედება ჯანმრთელობის განზრახ

მძიმე დაზიანება და ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარება, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე მუხლის პირველი და 236-ე მუხლის მე-3 და მე-4 ნაწილით, რაც 3-დან 7 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

როგორც "რეპორტიორს" შსს -დან აცნობეს, საქმეზე ჩატარებული ინტენსიური და კომპლექსური სამძებრო და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, სამართალდამცველებმა დამამძიმებელ გარემოებაში ჯგუფურად ჩადენილი განზრახ მკვლელობის მცდელობის ბრალდებით, ამავე ფაქტზე ორი პირი 10 ოქტომბერს თბილისში დააკავეს. 1962 წელს დაბადებულ ზ.ც.-ს და 1973 წელს დაბადებულ დ.ჯ.-ს ბრალი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19-109-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ე“ ქვეპუნქტით წარედგინათ. მათ მიერ

ჩადენილი დანაშაული 13-დან 17 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

მათვე ინფორმაციით, სამართალდამცველების მიერ ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებებით დადგინდა, რომ 1962 წელს დაბადებულმა ზ.ც.-მ და 1973 წელს დაბადებულმა დ.ჯ.-მ, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, 1972 წელს დაბადებულ ლ.ძ.-ს ცივი იარაღის გამოყენებით სხეულზე სხვადასხვა სიმძიმის ჭრილობები მიაყენეს.

თუმცა, გამოძიებით ასევე გამოიკვეთა, რომ ზ.ც.-ს და დ.ჯ. მიერ ლ. ძ.- ს მკვლელობის მცდელობას წინ უძღოდა ლ.ძ.-ს მიერ გ.ც.-ის ცეცხლსასროლი იარაღის გამოყენებით ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების ფაქტი.

 

 

big_banner
არქივი