logo_geo
„რუსთავი 2“-ის 60%-იანი წილის დაბრუნების მოთხოვნით, დავით დვალმა და ჯარჯი აქიმიძემ სასამართლოში სარჩელი შეიტანეს
- +

17 ოქტომბერი. 2019. 15:37

 

ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის 60%-იანი წილის დაბრუნების მოთხოვნით, დავით დვალმა, ჯარჯი აქიმიძემ და მათი ინტერესების დამცველმა კახა კოჟორიძემ თბილისის საქალაქო სასამართლოში სარჩელი შეიტანეს.

 

როგორც „ინტერპრესნიუსს“ კახა კოჟორიძემ განუცხადა, საქმეში მთავარი მოპასუხე ქიბარ ხალვაში იქნება, ასევე მოპასუხე მხარედ სარჩელში დაფიქსირებულია პაატა კარსანიძეც, რომელმაც 2004 წელს „რუსთავი 2“-ის საკონტროლო პაკეტი იყიდა და იმავე დღეს ქიბარ ხალვაშს დაუთმო.

 

 

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი