logo_geo
ბოლნისში ქმარმა ცოლი ქამრით გაგუდა
- +

17 ოქტომბერი. 2019. 15:55

 

ბოლნისის მუნიციპალიტეტის სოფელ ტალავერში მკვლელობა მოხდა. არსებული ინფორმაციით, ქმარმა ცოლი ქამრით გაგუდა. მათ სამი მცირეწლოვანი შვილი ჰყავდათ.

 

დანაშაულის თაობაზე ქმარმა სამართალდამცავებს თავად აცნობა.

 

როგორც „ინტერპრესნიუსს“ შსს-ში განუცხადეს, დანაშაულში ეჭვმიტანილი პირი დაკავებულია. სისხლის სამართლის საქმე 109-ე მუხლის მეორე ნაწილის „ვ“ ქვეპუნქტითაა აღძრული.

 

 

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი