logo_geo
ზუგდიდში ბაბუამ შვილიშვილი დაჭრა
- +

21 ოქტომბერი. 2019. 13:36

 

 

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ დარჩელში ბაბუამ შვილიშვილი ცივი იარაღით დაჭრა. imedinews-ის ინფორმაციით, დაჭრილი სასწრაფო სამედიცინო დახმარების სამსახურმა ზუგდიდის რეფერალურ საავადმყოფოში გადაიყვანა. მედიკოსების შეფასებით, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია.

 

როგორც  imedinews-ს შსს-ში განუცხადეს, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის მე-11 პრიმა და 117-ე მუხლით დაიწყო რაც ოჯახური დანაშაულისთვის სისხლისსამართლებრივ პასუხისმგებლობას და ჯანმრთელობის განზრახ დაზიანებას გულისხმობს. ამ დროისათვის სამართალდამცავებმა ბაბუა დააკავეს.

 

 

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი